Mteroმტერო გამეცალ შენი გზით,
ნუ მაცდევინებ ძალასა,
თორო გავიღებ ხაფიდან,
ხელით თავ-ფხიან ხმალასა,
უკან სისხლითვე ავიღებ,
სისხლით წაღებულ ღალასა,
სულ ღილებს შუა ჩაგიხსნი,
ჩაგრეხილ ხერხემალასა.
Samshoblos Siyvarulisaქართული ენის ბგერა ვარ,
ნაკარნახები გულისა,
მონა ვარ ყურებდაჭრილი
სამშობლოს სიყვარულისა.
მინდა , რომ ვიყო მალამო
იმის ჭრილობის წყლულისა,
ათასი ჭირის მნახველის,
ათასჯერ გაყიდულისა.
Xevsurs ra unda metiხევსურს რა უნდა მეტი, დევის ღონე და ძალი,
ერთი ალალი თოფი, ერთი ფარი და ხმალი,
ეჰე ალალი თოფი, ეჰე ფარი და ხმალი.
ხევსურს ცხენი ყავს მარდი, აბჯარი სასახელო,
ხევსურს ერთი აქვს დარდი, და ისიც საქართველო.
ვისაც მოსპობა სურდა, პირჯვარი დაისახოს,
მტერო ნუღარას ბედავ, დაიძრა ბარისახო,
ეჰე ნუღარას ბედავ, ეჰე და ბარისახო.